ახალი ავიარეისების დანიშვნა და ახალი სამიზნე ბაზრების მოძიება – ეს ტურიზმის სფეროში 2024 წლის სტრატეგიის მთავარი მიმართულებები იქნება.
ტურიზმის და ავიაციის სფეროში გასული წლის მაჩვენებლები და მომავალი გეგმები დღევანდელ ღონისძიებაზე შეჯამდა. მიმდინარე წელს სფეროდან შემოსავლის სახით 4,5 მილიარდი დოლარის მიღებას პროგნოზირებენ. მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად აქცენტი თბილისის აეროპორტის განახლებაზე და შიდა აეროპორტების განვითარებაზე კეთდება. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად და საერთაშორისო ცნობადობის გასაზრდელად დაანონსდა საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მოწყობაც. წელს საქართველო ტურიზმის მსოფლიო დღესაც უმასპინძლებს.