ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, მან 3 მილიარდ 5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღნიშნული წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.5%-ით აჭარბებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.