ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. მუშაობა განაახლა განმუხურში მდებარე აკვა-პარკმა „ანაკლიამ“. ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. იგეგმება აქციები სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო დასვენებასთან დაკავშირებით. აკვა-პარკი ზუგდიდის მერიამ, 10-წლიანი იჯარით ინვესტორს გადასცა, რომელსაც პირველი სამი წლის განმავლობაში საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით ორი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ანაკლიასა და განმუხურში მოწესრიგდა სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონები და მთელი სეზონის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები.