ტურისტების გაზრდილი მაჩვენებელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის ცხრა თვეში, საქართველოში 5 მილიონ 567 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთა ნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება.