დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში ჯანმრთელობის ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი მონაწილეობდა. მიხეილ სარჯველაძემ „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა. აღნიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. კერძოდ, 2015 წელთან შედარებით ინციდენტობა 50%-ით არის შემცირებული.