ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიური უწყების საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრობენ ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ინტერაქციული შეხვედრა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით ჩაინიშნა. ღონისძიება მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. უნივერსიტეტში წარმოდგენილია საგარეო უწყების დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე, უშუალოდ გაესაუბრონ სამინისტროს თანამშრომლებს.
შეხვედრას დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები და ექსპერტები ესწრებიან.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. თარიღი სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.