თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ითხოვენ თსუ-ს სტუდენტები. იურიდიულ ფაკულტეტზე მობილობით გადასვლის მოთხოვნით სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, აქამდე მობილობით სასურველ ფაკულტეტზე გადასვლის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა წელს იურიდიულ ფაკულტეტზე მობილობა არ გამოცხადდა. მათივე თქმით, ადმინისტრაცია და დეკანატი განსხვავებულ პასუხებს იძლევიან და სტუდენტები მიზეზების დოკუმენტურად დასაბუთებას ითხოვენ.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ სემესტრში იურიდიულ ფაკულტეტზე მობილობა ვერ გამოცხადდა. მისი განმარტებით, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ სემესტრში ამის შესაძლებლობა გადაიხედება, რაც სტუდენტებთან შეხვედრების დროს არა ერთხელ გაჟღერდა.
დღესვე აქციის მონაწილეებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი შეხვდა.