ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით იმართება. რეგიონის პირველი ეროვნული და დღემდე წამყვანი უნივერსიტეტის იუბილე მთელი მომდევნო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
უნივერსიტეტის გეგმებზე ვრცლად მისი რექტორი, გია შერვაშიძე გვესაუბრება.