თსუ 105 წლისაა

ერთი ფაკულტეტით და 369 სტუდენტით დაწყებული ისტორია, რომელიც უკვე 105 წელს ითვლის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს იუბილარია. კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების იდეა 1917 წელს გაჩნდა და ის ივანე ჯავახიშვილთანაა დაკავშირებული, რომელმაც გეგმის გარშემო არაერთი მეცნიერი შემოიკრიბა. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო მაშინდელ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. წლებთან ერთად სულ უფრო იზრდება სტუდენტების, სასწავლო პროგრამების თუ სამეცნიერო პროექტების რაოდენობა.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესთან ერთად წლების განმავლობაში ქვეყნის ისტორიის გარდამტეხ ეტაპებზე სწორედ უნივერსიტეტი იყო საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყების ერთ-ერთი მთავარი ადგილი.