„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი იწყება - განაცხადები 17 ნოემბრამდე მიიღება
ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს . განაცხადები 17 ნოემბრამდე მიიღება. თეატრალური და კინო ხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, – ამ ნომინაციებში პრემია 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდებს გადაეცემათ.
კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება.