„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ 2019-ის ლაურეატების ვინაობა ცნობილია. პრემია წელს რვა ნომინაციაში ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს გადაეცათ. საუკეთესო თეატრალური და კინოხელოვნების ნომინაციებში, პრემია გადაეცათ რეჟისორ გეგა გაგნიძესა და მსახიობ გიორგი წერეთელს.

პროზისა და პოეზიის ნომინაციებში დათია ბადალაშვილმა და ნინი ელიაშვილმა გაიმარჯვეს. მუსიკალურ ხელოვნებაში პრემია სანდრო ნებიერიძემ მიიღო, ხოლო სახვითი ხელოვნების ნომინაციაში ლადო ლომიტაშვილმა გაიმარჯვა.

2019 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატები მეცნიერების დარგში ანა გოგოლაშვილი და ოთარ გაბუნია გახდნენ. ცერემონიას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა.