პოლიტიკურმა მოძრაობა „ტრიბუნამ“ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას საკუთარი კანდიდატი შვიდ საარჩევნო ოლქში ეყოლება. ისანში – დავით ჭიჭინაძე, ნაძალადევის რაიონში – ლია მუხაშავრია, მთაწმინდაზე – კობა ამირხანაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში – მიხეილ ქავთარაძე, ვაკეში – ლევან ჩხეიძე, საბურთალოზე – ზურაბ ნიჟარაძე და სამგორში – ვაჟა ჟვანია.