ტრენინგი ტურიზმის ადმინისტრაციაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო პლატფორმა ბუქინგთან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტების პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების კურსი თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ტრენინგში  ტურიზმის სფეროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თემატიკა  მოიცავდა: როგორ განათავსოთ თქვენი სასტუმრო მთავარ ტურისტულ პლატფორმაზე, ბუქინგთან მუშაობის პრინციპები, ბუქინგის ბრენდები და საიტები,  სასტუმროს მარკეტინგი და ანალიტიკა.