საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის ტრენინგი, „კონსტრუქციული ახალი ამბები“ გაიმართა.
სემინარის მთავარი თემა კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. გადამზადების კურსს კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ულრიკ ჰააგერუპი უძღვებოდა. ონლაინ-სემინარის შემდეგ უკვე სექტემბერში საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორ დღიან ვორქშოპსაც გამართავს. პროექტის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლიან.