ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის

18:26, 08.06.2021

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის ტრენინგი, „კონსტრუქციული ახალი ამბები“ გაიმართა.

სემინარის მთავარი თემა კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. გადამზადების კურსს  კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ულრიკ ჰააგერუპი უძღვებოდა. ონლაინ-სემინარის შემდეგ უკვე სექტემბერში საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორ დღიან ვორქშოპსაც გამართავს. პროექტის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლიან.

მსგავსი