დღეიდან, 8 ივნისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ტრენინგი – კონსტრუქციული ახალი ამბები დაიწყო. სემინარის მთავარი თემა, კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. გადამზადების კურსს, კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი, ულრიკ ჰააგერუპი უძღვება. ორდღიანი ონლაინსემინარის შემდეგ, უკვე სექტემბრის თვეში, საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორდღიან ვორქშოპსაც გამართავს. პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ექვსი ჟურნალისტი და ორი მენეჯერი გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კონსტრუქციული ახალი ამბების საკითხზე ტრენინგი მიმდინარეობს