„ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“ – ამ სახელწოდების ორ დღიან ტრენინგს მართავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალციხეში.
მთავარი განსახილველი თემა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკაა. მიზანია, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერება.