თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში აი-თი სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. სწავლება კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით მიმდინარეობდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის წვრთნა კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.