ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალი სისტემა ამოქმედდება.
ძალაში შედის გადახდის სააბონემენტო სქემა. მოქალაქეები, ვისაც კონკრეტულ ვადაზე გათვლილი აბონემენტები არ შეუძენიათ, ერთჯერადად ერთ ლარს გადაიხდიან და ამ თანხით მგზავრობის საშუალება საათნახევრის განმავლობაში ექნებათ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ყოველთვიურ ანუ 40-ლარიან აბონემენტზე იყო. გადახდის ახალი სქემა მეტროზეც ვრცელდება. სატრანსპორტო სისტემაში კიდევ ერთი სიახლეა – ხვალიდან დედაქალაქში არც ერთი ძველი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსი აღარ იმოძრავებს.