ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრი ვალდებული იქნება, ავტობუსში, მეტროსა და მიკროავტობუსში პირბადით შევიდეს.
თბილისის მერის განმარტებით, მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება და მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალისტების ყველა რეკომენდაციის დაცვით იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.