გახმაურებული დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც თბილისში მოქმედი სასტუმროების ხელმძღვანელები იყვნენ ჩართულები.
ჯგუფურ თაღლითობაში ბრალდებულ რვა ადამიანს გამოძიება 800 000 -მდე ლარის მითვისებას ედავება. თუ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, სქემაში ჩართული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საბანკო ბარათებიდან სოლიდურ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ. ზარალი რამდენიმე ბანკსაც მიადგა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის დეტალებით გიორგი კობერიძე დაინტერესდა.