ტრანსგენდერი ქალი გამოძიებისგან მის საქმეზე კვალიფიკაციის დამძიმებას მოითხოვს

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა გამოძიებისგან მის საქმეზე კვალიფიკაციის დამძიმებას მოითხოვს.

მირანდა ფაღავზე 28 იანვარს მომხდარი თავდასხმის შესახებ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ტრანსგენდერი ქალი საქმეში კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვს, რომელიც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება.

ფაღავა ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მოლოდინშია, რომლითაც იმედოვნებს, რომ დაკავებულს კვალიფიკაცია დაუმძიმდება. როგორც თავად აცხადებს, თავდასხმის შედეგად დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება, ასევე აქვს ტვინის შერყევის ნიშნები და მხედველობის პრობლემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დააკავა და საქმეში დისკრიმინაციული მოტივი გამოკვეთა.