შსს: ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით აღიძრა. ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი ტრანსგენდერ ქალს გუშინ დაესხა თავს.

მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ადგილზე დააკავეს. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. დაზარალებულის თქმით, ახლა მის უფლებებს ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს.