ტრამპსა და ჰარისს თანაბარი რეიტინგი აქვთ

სოციოლოგიური გამოკითხვებით, ტრამპსა და ჰარისის რეიტინგებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა, რაც ცდომილების ფარგლებშია. ამის გამო, სავარაუდოდ, მერყევ შტატებში, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა, ხმების დათვლას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს. ამერიკული მედიის შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებული, სავარაუდოდ, არჩევნების ღამეს ვერ გამოცხადდება. ამას ემატება ტრამპის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული ბრალდება, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ბევრ შტატში ხმების გადათვლა გახდება საჭირო. ეს კი საბოლოო შედეგის გამოცხადებას კიდევ უფრო გააჭიანურებს.