მეოთხე ბრალდება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ამჯერად ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ. 98-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტრამპს კანონდარღვევას 13 ეპიზოდში ედავებიან. ამავე საქმის ფიგურანტი კიდევ 18 პირია. თავად ტრამპი დემოკრატების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არავითარ შემთხვევაში იტყვის.
რით განსხვავდება ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალი წინა ბრალდებებისგან?