დონალდ ტრამპის მორიგი რეზონანსული გადაწყვეტილება.
არაერთი უარყოფის მიუხედავად, ივნისის შემდეგ რამდენჯერმე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია რეალური აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანი გადააყენა. ეს პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს გადააბარა.
ერთ-ერთი ვერსიით საკადრო ცვლილების შესახებ ტრამპის გუნდშიც კი წინასწარ არაფერი იცოდნენ. თუმცა რექს ტილერსონის მოხსნა პოლიტიკური წრეებისთვის მაინც არ ყოფილა მოულოდნელი. თითქმის ყველა გლობალურ თემაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის და ყატარის ბლოკადის საკითხებზე, ტრამპსა და ტილერსონს უთანხმოება ჰქონდათ.