ტრამპის გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს დაზვერვის  ცენტრალური სააგენტოს შეფი მაიკ პომპეო დაიკავებს.

ამ განცხადებას დონალდ ტრამპი სოციალ ქსელ „ტვიტერში“ აკეთებს. პრეზიდენტის თქმით, მაიკ პომპეო ფანტასტიურ სამსახურს შეასრულებს. დონალდ ტრამპი მადლობას უხდის რექს ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის. მაიკ პომპეოს ადგილს კი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში ჯინა ჰესპელი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტში გადაუდებელი საქმეების გამო რექს ტილერსონმა ორშაბათს აფრიკული ტურნე შეწყვიტა.