ტრამპის ყოფილი თანაგუნდელების სასამართლო

მძიმე დღე აშშ-ის პრეზიდენტისთვის და უმძიმესი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის – ასე შეაფასა დასავლურმა მედიამ დონალდ ტრამპის ყოფილი თანაგუნდელების, პოლ მანაფორტისა და მაიკლ კოენის გასამართლება. ანალიტიკოსებს თეთრი სახლის ლიდერის ძველი თანამებრძოლების დამნაშავედ ცნობამ პრეზიდენტ ნიქსონის „ვოთერგეითის“ სკანდალი გაახსენა. ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ადვოკატი მოსამართლემ წარდგენილი მძიმე ბრალდებების ნაწილში გაამტყუნა. ამერიკის პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება.