სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 20-წუთიანი პატიმრობის შემდეგ დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე, მას ბრალი ერთი კვირის წინ წაუყენეს. დღეს შტატების ყოფილი პრეზიდენტი ფულტონის ოლქის ციხეს პირადი სურვილით ჩაბარდა, პროცესის ამსახველი ფოტო კი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. მან საპატიმროში დაახლოებით ოცი წუთი გაატარა. მოგვიანებით, ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროდან 200 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ტრამპმა მედიასთან მომხდარს ამერიკისთვის სევდიანი დღე უწოდა. ის ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები არჩევნებში ჩარევაა. არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობის გარდა, ტრამპს ბრალი კიდევ სამ საქმეზე აქვს წაყენებული.