დონალდ ტრამპს პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო. მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია აგენტებმა 9 აგვიტოს გაჩხრიკეს. ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით იუსტიციის დეპარტამენტს ეროვნულმა არქივმა მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა. საქმე საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და კონკრეტული ჯგუფების მიზანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპისთვის ხელის შეშლაა.