ტრამპის პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგი

პოლიტიკური რეალობა შეცვლილია აშშ-ში.

დონალდ ტრამპი ხელისუფლებას მეორედ იბარებს. დამარცხებულმა „დემოკრატმა“ კანდიდატმა გამარჯვებულს უკვე მიულოცა. 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ოთხი წლის შემდეგ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება. მთავარი კითხვაა, როგორ აისახება მისი გამარჯვება უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომებზე, რაზეც „რესპუბლიკელთა“ კანდიდატის წინა საარჩევნო გზავნილებში მუდმივად კეთდებოდა აქცენტი. უკვე ვრცელდება ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საომარი მოქმედებების დასრულების რამდენიმე ვერსია. წინა საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა ინფლაციური და მიგრაციული კრიზისების დაძლევაც. ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც მსჯავრდებულის სტატუსი აქვს. უახლოეს კვირებში გაირკვევა, კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სასჯელის ფორმა შეიცვლება თუ საერთოდ გაუქმდება.