ტრამპის მოსალოდნელი დაკითხვა

ის დონალდ ტრამპზე ორი წლით უფროსია. პრეზიდენტივით რესპუბლიკელი, თუმცა, ტრამპისგან განსხვავებით, დემოკრატებსაც მოსწონთ.  საუბარია FBI-ის  ყოფილ ხელმძღვანელზე, რომელმაც არაერთი რეფორმა გაატარა. ამერიკული მედია მას პრინციპულ ადამიანად ახასიათებს.

ამბობენ, რომ დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. ამჯერად ტრამპის რუსული კავშირების საქმე ჩაიბარა  -გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის თავზე, ამ საქმის ირგვლივ გაჩენილ მთავარ შეკითხვებს აშშ-ის პრეზიდენტს სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი დაუსვამს.