ეპიდემიოლოგიური სურათი კვლავ მძიმეა აშშ-ში. პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას იხსენებს, ფაქტს თაღლითობად აცხადებს და მის გამოაშკარავებას აანონსებს. თეთრი სახლის ლიდერის „ტვიტერის“ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა მისი ყოფილი მრჩევლის ავტორობით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება. ფილმის მიხედვით, ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის მოტივით თვეების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებენ. მათ შორის ნახსენებია 2014 წელს მაიდანზე განვითარებული პროცესები. ექვსი წლის წინანდელი მაიდნის მოვლენების კონტექსტში ფილმშია ნახსენებია ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც.