დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს.
აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს „მძევლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ „ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო“. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.