საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია ტეხასის შტატი.
ჯო ბაიდენი დღის ბოლოს მექსიკის საზღვართან შეხვედრას გამართავს. შტატის სხვა ქალაქში ჩადის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპიც. პრაიმერიზის ლიდერებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ ესახებათ საემიგრაციო კრიზისის მოგვარება, რომელიც სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეთა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ტრამპს გამოწვევის დაძლევა რადიკალური გზით და საზღვარზე კედლის აშენებით ესახება. განსხვავებულია ბაიდენის ხედვა, რომელიც საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ემხრობა, თუმცა შედარებით უფრო რბილი ფორმებით. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა და უკრაინის და ისრაელის ფინანსური დახმარების დამტკიცების პროცესი გაურკვეველი დროით შეაჩერა.