ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა

15:12, 14.08.2026

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი დირექტივა, რომელიც დიპლომატებს, უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და მთავრობებთან „მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინლკუზიურობისა და წვდომის“ დღის წესრიგის გატარებას ავალებდა. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დიპლომატებმა მსოფლიო არენაზე ეროვნული ინტერესები უნდა გაატარონ და არა „ვოუქ პოლიტიკური დოგმები“.

ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, „ფრონტ ოფისებს“ დავალებული ჰქონდათ, წამოეწიათ რასობრივი, გენდერული თანასწორობის, უნარშეზღუდულობისა და ლგბტქი+ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები ორმხრივი საუბრებისა, თუ მაღალ დონეზე გამართულ დისკუსიებში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს გზამკვლევი არ ყოფილა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. როგორც Fox News Digital აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეფასების ასეთი კრიტერიუმი აღარ არსებობს და ახლა „სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს საგარეო სამსახურში, რათა პრიორიტეტი მიანიჭოს დამსახურებას, გადაერთოს ხელშესახები დიპლომატიური უნარების სწავლებებზე და მოამხადოს ქვეყნის დიპლომატები, რათა შეძლონ პასუხის გაცემა ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე.“

მსგავსი