ორი დღე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ბოლო 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებს საკვანძო შტატებში ხვდებიან. დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამომრჩევლებს ატლანტაში შეხვდა. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამომრჩევლებთან ერთად ტრამპის პერიოდს დაასრულებს. რესპუბლიკელთა კანდიდატი კი ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიის შტატებში ჩავიდა. დონალდ ტრამპმა მზარდ გენდერულ უთანასწორობაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქალების უფლებებს დაიცავს. გრძელდება ხმის მიცემის წინასწარი პროცედურაც. საკუთარი არჩევანი უკვე 70 მილიონამდე ადამიანმა დააფიქსირა.
სალომე თორაძე დეტალებით #მოამბე