რუსთავში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო ოთხ ფსიქიატრიულ დაწესებულებას განმარტებების გაკეთება უწევს.
41 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა. ოჯახის წევრები ცეცხლის განზრახ გაჩენას ვარაუდობენ, რადგან მათი თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა. როგორც ირკვევა, ტრაგედიამდე საათებით ადრე ოჯახმა ორ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის მიღების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მსგავსი მცდელობა გარდაცვლილის ახლობლებს მანამდეც ორჯერ ჰქონდათ.