ტრაგედია შოვში - სტიქიის ზონა ირაკლი გედენიძის​ ფოტო-ობიექტივში​

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგები და მასშტაბი ობიექტივში ასახა პირველი არხის ფოტო-კორესპონდენტმა ირაკლი გედენიძემ.

მის მასალაში კარგად ჩანს ტრაგედიის სიმძიმე. ხეობა თითქმის სრულად არის დაფარული ღვარცოფით. სტიქიამ მიწასთან გაასწორა ყველაფერი, რაც გზაზე შეხვდა. ღვარცოფის მასა ღრმა და ფხვიერია, რაც გადაადგილების სირთულეს ქმნის. კადრში ასახულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და მაშველები, რომლებიც უკვე სამი დღეა სტიქიის ზონაში რჩებიან. თქვენ ახლა სწორედ იმ ფოტოკადრებს ხედავთ, რომლებიც ირაკლი გედენიძემ გადაიღო.