ტრაგედია შოვში

ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასით დაფარული დაახლოებით 26 ჰექტარი ტერიტორია – ასე გამოიყურება დღეს შოვი. გ

აწმენდით სამუშაოებს 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს, პროცესში ჩართულები არიან ჯარისკაცებიც. სტიქიის ზონაში 400-მდე მაშველია მობილიზებული, ადგილზე რჩება კინოლოგთა ჯგუფიც. ცალკე კონტროლია დაწესებული მდინარე ჭანჭახის ნაპირებთან, სადაც მონიტორინგის ჯგუფები არიან განლაგებულები. დღეს მაშველებს დაკარგულებს შორის არავინ უპოვიათ. სამძებრო ოპერაციაში პერიოდულად ერთვება ავიაციაც. ძიების სამუშაოები ღამის ხედვის სისტემებით ღამითაც გაგრძელდება. რეგიონში უნალექო ამინდებია, რაც სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დამატებით პრობლემას არ უქმნის.