თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ეს ტიტული ბასკონიას ქართველმა ფორვარდმა მოსკოვის ცე-ეს-კა-ს ამერიკელ, ლეგიონერთან, კორი ჰიგინსთან გაიყო. ასეთი რამ ევროლიგაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ერთდროულად ორი მოთამაშე საუკეთესოდ დასახელდა. მე-14 ტურში ბასკონიამ ბარსელონა 85:82 დაამარცხა. შენგელიამ 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.