აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცედ გამოხატა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. რიჟვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.