თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა

„ქართული ოცნება“ მოახლოებული არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა. „ქართული ოცნების“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა.