თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაულის, ჭვანასა და წყალსაყრის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ამ საჭიროებების გათვალისწინებას.
მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, შუახევში ახალი სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო. სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.