ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია.
2018 წლის პირველ ბაშოზე წარმატებულ სვლას განაგრძობს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე. ტოჩინოშინიმ დღევანდელი შეხვედრაც მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, ვინაიდან მისმა მთავარმა კონკურენტმა, მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ მარცხი განიცადა.
ტოჩინოშინიმ 12 ორთაბრძოლიდან 11 მოიგო და იმპერატორის თასის დაუფლების მთავარი პრეტენდენტია.
იანვრის თვის ბაშოს დასრულებამდე 3 დღეა დარჩენილი. ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასის აღების ისტორიული შანსი აქვს.