თინა ბოკუჩავას განცხადება - გამოხმაურება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. თინა ბოკუჩავას განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, ვინაიდან, მისი განცხადებით, საარჩევნო ბიულეტენზე გაფერადებული წრე ტოვებდა კვალს, რის გამოც, კომისიის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ თუ რომელ პოლიტიკურ სუბიექტს მისცა ხმა მოქალაქემ. ბოკუჩავას შეფასებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.