არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დავა „ეროვნულ ბანკსა“ და „თიბისის“ შორის ამოწურულია და ამ ეტაპზე საუბარია კონკრეტულ ტრანზაქციებზე, რომელშიც შესაძლოა ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ. პრემიერმა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოპონენტები თემით სპეკულირებენ.