იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, – ეს კი თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებაა. ასე უპასუხა კარინ ჟან-პიერმა კითხვას – რა არის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი ქართველებისადმი, რომელთაც სურთ ინტეგრაცია ევროკავშირთან და არა რუსეთთან.
რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.