უკრაინის საკითხი განიხილა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ თეთრი სახლი „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას: „დღეს პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად. მან დაადასტურა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების მხრიდან მიიღებს სწრაფ და მძიმე შედეგებს“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.