ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი,“ 2019 წლის კანის 72-ე ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი ფილმი, კლასიკური კინოს სექციაში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების ფილმებთან ერთად შეარჩიეს. კინო-ნოველა კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება. 1964 წელს, ფილმი „ოქროს პალმის რტოს“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
ელდარ შენგელაიას კიდევ ერთი ფილმი, რომელიც „კან კლასიკზე“ 2014 წელს აჩვენეს, „ცისფერი მთები“ იყო.
რეჟისორი, კანის ფესტივალზე 14 მაისს მიმგზავრება, მანამდე კი, „თეთრი ქარავანის“ ავტორთან და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან, ინტერვიუ ლიზა ციციშვილმა ჩაწერა.